ახალი ამბები

აბორტის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ

9 მარტი, 2011 • • 1026
აბორტის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ

“აბორტი აჩერებს გულისცემას”-მსგავსი ტრანსფარანტებით დაახლოებით ათამდე ადამიანი პარლამენტის შენობის წინ აბორტის აკრძალვას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას ბლოგერი გოჩა გაბოძე საკუთარი ტვიტერის ანგარიშით ავრცელებს.

გოჩა გაბოძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ აქციის მონაწილეების პროტესტი რელიგიური მოტივებით არის ნაკარნახევი. ისინი ამ მოთხოვნით აქციის გაგრძელებას მომდევნო 40 დღის განმავლობაში პარლამენტის წინ ყოველდღიურად აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი