საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის მოთხოვნისა და აღები ბრალდებით თბილისის მერიის დაფუძნებული თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი მ. მ. დააკავა.

გამოძიების ცნობით ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებას, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით 1500 ლარი აიღო.

საჯარო მოხელე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *