ახალი ამბები

იმერეთში Adidas-ის ყალბი ფეხსაცმლის დამზადებაში ბრალდებულს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

25 ივნისი, 2024 •
იმერეთში Adidas-ის ყალბი ფეხსაცმლის დამზადებაში ბრალდებულს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი წარუდგინა ერთ პირს, რომელსაც იმერეთში მოწყობილ საამქროში Adidas-ის ყალბი სპორტული ფეხსაცმლის დამზადებას ედავებიან.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე
მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო  გამოყენებას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს იმერეთის რეგიონში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც დაქირავებული პირების მეშვეობით აწარმოებდა და რეალიზაციას უწევდა Adidas-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ სპორტულ ფეხსაცმელს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული Adidas-ის  სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 6 000 ლარის ღირებულების 100 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ასევე ამოღებულ იქნა Adidas-ის დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი და სპეციალური ბრენდირებული შტამპი“ ,— აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი