ახალი ამბები

სამართალდამცავების მიერ მოქალაქის ცემაზე გამოძიება დაიწყო

11 მაისი, 2024 •
სამართალდამცავების მიერ მოქალაქის ცემაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და საქმეზე კანონიერი, სამართლებრივი გადაწყვეტილების მისაღებად.

2024 წლის 11 მაისს, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე, პოლიციის ავტობუსიდან ჩამოსულმა სამხედრო ფორმიანმა და ნიღბიანმა პირებმა მოქალაქე საკუთარი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და სცემეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდება შემთხვევის ამსახველი, სხვადასხვა რაკურსიდან გადაღებული ვიდეო კადრები, რომელ კადრებშიც ჩანს, რომ პოლიციელები მოქალაქეს სცემენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი