ახალი ამბები

ლევან გაჩეჩილაძე: ჩვენ გვინდა, რომ “მაესტრო” გაკოტრებას გადავარჩინოთ

4 თებერვალი, 2016 • 1403
ლევან გაჩეჩილაძე: ჩვენ გვინდა, რომ “მაესტრო” გაკოტრებას გადავარჩინოთ

ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროს” პარტნიორთა კრებას ესწრება. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე “მაესტროს” გენერალური დირექტორობის კანდიდატია.

“ჩვენ ვფლობთ [წილის] 55 პროცენტს. ბაია გადაბაძის გადაყენება არასწორი სიტყვაა, მას უფლებამოსილება შეუწყდება როგორც გენერელაურ დირექტორს. სასამართლოში შესულია კომპანიის გაკოტრების საქმე. ჩვენ გვინდა, რომ “მაესტრო” გაკოტრებას გადავარჩინოთ.

აუცილებელია მედიაბაზრის შესწავლა. ტელეკომპანია უნდა იყოს დამოუკიდებელი და ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვოს. ეს გულისხმობს იმას, რომ რეიტინგიდან გამომდინარე კომპანიის შემოსავალი გასავალზე მეტი უნდა იყოს”, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.

ლევან გაჩეჩილაძის ძმა გიორგი გაჩეჩილაძე მიმდინარე კვირაში “მაესტროს” წილების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი