ახალი ამბები

პრეზიდენტი: ადგილობრივ თვითმმართველობებს რეალური ძალაუფლება უნდა გადაეცეს

3 თებერვალი, 2016 • 1060
პრეზიდენტი: ადგილობრივ თვითმმართველობებს რეალური ძალაუფლება უნდა გადაეცეს

გიორგი მარგველაშვილმა 3 თებერვალს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა გადაეცეს რეალური ძალაუფლება.

„იყო წარმატებული დემოკრატია ნიშნავს, იყო დემოკრატიული საზოგადოებრივი მოწყობის მეტსა და მეტ განსხვავებულ შრეზე, დაწყებული პატარა სოფლებიდან, დასრულებული საქართველოს პარლამენტით. თვითმმართველობის რეფორმა უნდა გაგრძელდეს. ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა გადაეცეს რეალური ძალაუფლება. ისინი უნდა აღიჭურვონ მეტი უფლებამოსილებით და კომპეტენციით. მოქალაქეები რეალურად უნდა მართავდნენ საკუთარ ყოველდღიურობას,  კონტროლს უწევდნენ ხელისუფლების მუშაობას, თავად იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებნი მათ ბედთან უშუალოდ დაკავშირებულ პროცესებში. პოლიტიკური თავისუფლება მხოლოდ იქ არსებობს და დემოკრატია მხოლოდ იქ იბადება, სადაც მოქალაქე ყველა დონეზე თვითონ განკარგავს საკუთარ ბედს.“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2017 წელი ახალი თვითმმართველობის არჩევნების წელია, რომელმაც ახალი იმპულსი უნდა მისცეს დემოკრატიულ პროცესს.

მასალების გადაბეჭდვის წესი