ახალი ამბებისაზოგადოება

2016 წელს თბილისისა და სტამბოლის დამეგობრება იგეგმება

2 თებერვალი, 2016 • 1028
2016 წელს თბილისისა და სტამბოლის დამეგობრება იგეგმება

თბილისის მერია დედაქალაქის ერთ-ერთი სკვერისთვის თურქეთის ერთერთი ქალაქის სახელის მინიჭებასა და სტამბოლისა და თბილისის დამეგობრებაზე მუშაობს.

ამ საკითხებზე სასაუბროდ თბილისის  მერი დავით ნარმანია საქართველოში  თურქეთის  ელჩს,  ლევენთ გურმუქჩუს 2 თებერვალს შეხვდა. თბილისის მთავრობა საქართველოთურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღნიშვნას აპირებს,

თბილისის მერმა ელჩს  რამდენიმე სავარაუდო სკვერის ვარიანტი წარუდგინა,  რომელთაგანაც ერთერთს,  შესაძლოა, თურქეთის რომელიმე ქალაქის სახელი ეწოდოს.

თურქეთის საელჩომ მოგვმართა თხოვნით,  ჩავატაროთ  ერთობლივი კულტურული ღონისძიება. შევთანხმდით კონკრეტულ საკითხებზე. გარდა ამისა, საელჩოს თხოვნის საფუძველზე, ერთერთ სკვერს თურქეთის რომელიმე ქალაქის სახელი დაერქმევა, შევთავაზეთ რამდენიმე შესაძლო ვარიანტი. ამ საკითხის განსახილველად მივმართავთ საკრებულოს. ვისაუბრეთ  სტამბოლსა და თბილისს შორის დაძმობილების საკითხზე და ვფიქრობთ, რომ 2016 წელს მოვაწერთ ხელს დაძმობილების შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მიმართულებით ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი