ახალი ამბებისაზოგადოება

სერგეენკო: ოჯახის ექიმების 24-საათიანმა ცენტრებმა მომსახურების ხარისხი გააუმჯობესა

29 იანვარი, 2016 • 1498
სერგეენკო: ოჯახის ექიმების 24-საათიანმა ცენტრებმა მომსახურების ხარისხი გააუმჯობესა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებთ, ოჯახის ექიმის 24-საათიანმა ცენტრებმა მომსახურების ხარისხი გააუმჯობესა.

“ავადობის სიხშირე, მიუხედავად იმისა, რომ მცირედით გაზრდილი არის, არ არის აცდენილი წინა წლების რაოდენობას. ეპიდემიის, ანუ კასკადური ზრდის დაავადებების საშიშროება დღეის მდგომარეობით არ დგას. ბოლო 6 დღის განმავლობაში გადადგმულმა ნაბიჯებმა- ოჯახის ექიმის 24-საათიანი ცენტრების გახსნა, თბილისის სასწრაფო დახმარება, განტვირთვა უკვე 3 ათასი გამოძახებით- ამით გაიზარდა ექიმის გასინჯვის მიწვდომადობა, შემცირდა დრო, შემცირდა დაგვიანებები და პაციენტებმა მიიღეს უფრო კვალიფიციური დახმარება.”

რაც შეეხება სკოლებსა და ბაღებში, რატომ არჩევითად, რატომ მაინცდამაინც 20% და რატომ მაინცდამაინც 3 დღით, ამ დაავადების სპეციფიკა არის ისეთი, რომ ის ერთბაშად არ ვრცელდება ყველგან და სხვადასხვა ქალაქში. მათ შორის, სხვადასხვა ქალაქის სკოლებს აქვს გარკვეული პერიოდი. მაგალითად, პირველად როცა გაჩნდა ავადობა მაღალი თბილისში, შემდეგ 1 კვირაში მოჰყვა ქუთაისის სკოლებში. ამ სიტუაციაში, და ეს მეცნიერულად დადასტურებული მიდგომაა, რომ ერთდროულ შეწყვეტას არამც თუ აზრი არ აქვს ინფექციის შეკავებაზე, არამედ რისკებიც შეიძლება ჰქონდეს, როდესაც არაიმუნიზირებული ბავშვები დაუბრუნდებიან სკოლას.

ჩვენ წინმსწრებად გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ მარტო იმ სკოლებსა და ბაღებში, სადაც 20%-ზე მეტი იყო ავადობა, ანუ გამოკვეთილი იყო მაღალი რისკი, შეგვეჩერებინა 3 დღით. რატომ 3 დღით? იმიტომ, რომ ეს არის საშუალო ინკუბაციური პერიოდიო და ეს არის საერთაშიროსო რეკომენდაციებზე დაფუძნებული მიდგომა“, -განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, 29 იანვრისთვის გრიპით გარდაცვალების 6 შემთხვევაა დაფიქსირებული, გრიპის ვირუსით  გამოწვეული საშუალო სიკვდილიანობა ბოლო წლების გამავლობაში კი არის წელიწადში 10-12 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი