ახალი ამბები

მოსკოვის ცნობით, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეში მინიმუმ 350 ვიზას გასცემს

27 იანვარი, 2016 • 1344
მოსკოვის ცნობით, რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის დღეში მინიმუმ 350 ვიზას გასცემს

რია-ნოვოსტი საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელის, ვადიმ გორელოვის ინფორმაციას ავრცელებს, რომლის შესაბამისად, სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ, 2013 წელთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთი 5-ჯერ მეტ ვიზას გასცემს.

“საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია მზადაა მიიღოს ყველა, ვისაც დასაბუთებულად სურს რუსული ვიზის მიღება. და თუ 2013 წელს ჩვენ მიერ დღეში 70 ვიზამდე გაიცემოდა, დღეს 350-ზე ნაკლებს არ გასცემს”, – ამბობს გორელოვი.

გორელოვის თქმით, ასეთი შედეგი მიღწეულია სამწლიანი წარმატებული მუშაობის შედეგად უვიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით.

“ადამიანთა წრე, რომელსაც სურს ვიზით რუსეთის ფედერაციაში გამგზავრება, რადიკალურად არა, მაგრამ მუდივად ფართოვდება. მაგალითად, სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების მძღოლებისთვის, ავტობუსებში მგზავრთა მომსახურე გამცილებლებისთვის შემოღებული იყო მრავალჯერადი ერთწლიანი ვიზები”.

რუსეთის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ არსებობს ფირმები, რომლებიც რუსეთის ვიზების გასაცემად ფასიან მომსახურებას სთავაზობენ ხალხს.

“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ აფერსიტებთან არანაირი შეხება არ გვაქვს, თუმცა აქტიურად ვებრძვით მათ”.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2015 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს გაამარტივებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი