ახალი ამბები

მეჭიაური “არა ფობიას!” ეხმაურება: ზოგიერთი არასამთავრობო სხვადასხვა ეთნოსის დაპირისპირებას ცდილობს

23 იანვარი, 2016 • 1429
მეჭიაური “არა ფობიას!” ეხმაურება: ზოგიერთი არასამთავრობო სხვადასხვა ეთნოსის დაპირისპირებას ცდილობს

საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ მეჭიაური “არა ფობიას!” განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის მოქალაქეების დაპირისპირებას ცდილობს.

“ეს არის უკვე მცდელობა ზოგიერთი არასამთავრობოსი, რომლებიც შეიმჩნევიან სხვადასხვა არც თუ ისე ქვეყნის სასარგებლო ინტერესების გატარებაში, იქაც კი, სადაც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ, ცდილობენ მოახდინონ დაპირისპირება სხვადახვა ეროვნების თუ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, ასევე, სხვადასხვა აღმსარებლობის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შორის. ეს არის ამდენად, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი საქციელი”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა “რუსთავი 2”-ის ეთერით.

მეჭიაური გამოეხმაურა სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტარმა მარჯვენსაჭიანი ავტომობილების მფლობელების გამართული აქციის მონაწილეს ძალადობრივად მოექცა და არმენოფობიური დამოკიდებულება გამოავლინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი