ახალი ამბები

ანონსი – 20 იანვარი

19 იანვარი, 2016 • 1345
ანონსი – 20 იანვარი

გთავაზობთ 20 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს:

11:00–ზე „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის აუცილებლობა; გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნები. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15.

11:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ბრიფინგს გამართავს. მის: თავისუფლების #2

11:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი ვალერი გელბახიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22.

11:30- საათზე “პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30–ზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: შეუერთდებიან თუ არა „მწვანეები“ კოალიციას; რა სარგებლის მოტანა შეუძლია აღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტს; რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს კოალიციაში; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატი ნათია კორკოტაძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: ბიძინა კუჭავას საქმე

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: გაზპრომი, ქვეყნის საგარეო ურთიერთობები და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

14:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ–ში“ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კონკურსში „მე მომბუდსმენი“ გამარჯვებულებს დააჯილდოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი