ახალი ამბები

სისტემური ავარიის გამო თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეუწყდა

6 იანვარი, 2016 • 1869
სისტემური ავარიის გამო თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეუწყდა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დღეს დილით, დაახლოებით 06:35 საათზე, საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში მომხდარი სისტემური ავარიის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ არაგვის ხეობაში – საგურამოსა და ნატახტარში განთავსებულ ობიექტებსა და სატუმბო სადგურებს.

შექმნილი ვითარების გამო ამ ეტაპზე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს ვაკის, საბურთალოს, გლდანის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, წყალმომარაგების აღდგენა დღეს, 15:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე ეტაპობრივად გახდება შესაძლებელი.

კომპანიის ინფორმაციით, არაგვის ხეობაში განთავსებული ობიექტებით დედაქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი სასმელი წყლით მარაგდება. გარდა ამისა, სისტემური ავარიის შედეგად ჰიდრავლიკური დარტყმა მიიღო საგურამოს სატუმბო სადგურიდან გამომავალმა 1400 მმ-იანმა მაგისტრალურმა წყალდენმა, რომელიც ავარიულად დაზიანდა, რამაც წყალმომარაგების შეწყვეტა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი