ახალი ამბები

პრეზიდენტმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა

25 დეკემბერი, 2015 • 1235
პრეზიდენტმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 238 მსჯავრდებული შეიწყალა. აქედან 18 ქალია, 3 კი- არასრულწლოვანი.

172 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. ისინი პრეზიდენტმა სასჯელისაგან სრულად შეიწყალა – მათგან 11 ქალი და 2 არასრულწლოვანია. 66 მსჯავრდებულს შეუმცირდა დარჩენილი სასჯელი.

შეწყალების კომისიამ, ჯამში, 1452 საქმე განიხილა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება უკვე გაეგზავნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი