ზურაბიშვილმა მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი შეიწყალა – მთავარი არხი

“მთავარი არხის” ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი – ზურაბ ნადირაძე შეიწყალა.

ტელეკომპანიის ცნობით, ზურაბ ნადირაძის შეწყალება მისმა შვილმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ზურაბ ნადირაძე ჩეხეთში დააპატიმრეს და საქართველოში ექსტრადირება 2017 წელს მოხდა. საქმე ეხება 1994 წელს თბილისში მომხდარ შემთხვევას, როდესაც დაბადების დღეზე ატეხილი ჩხუბისას ოთხი ადამიანი დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღით. ერთი მათგანი გიორგი ქოიავა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ზურაბ ნადირაძე ამტკიცებს, რომ არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკური მოტივებით დევნას განიცდის, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული პრეზიდენტმა შეიწყალა – ადვოკატი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.