ახალი ამბები

ვოლსკი: ველოდებით, რომ ღარიბაშვილი წარმოადგენს კვირიკაშვილის კანდიდატურას

25 დეკემბერი, 2015 • 1268
ვოლსკი: ველოდებით, რომ ღარიბაშვილი წარმოადგენს კვირიკაშვილის კანდიდატურას

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ გუშინ დილიდან ინტენსიური კონსულტაციების მიდიოდა პარლამენტსა და მთავრობის კანცელარიას შორის.

“პრემიერის მოვალეობის შემსრულებელთან რამდენიმე საუბარი გვქონდა. საბოლოოდ ველოდებით, რომ ღარიბაშვილი წარმოადგენს კვირიკაშვილის კანდიდატურას”, – განაცხადა ვოლსკიმ დღეს პარლამენტში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი მის შემცვლელს, ახალ პრემიერობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს დაასახელებს.

შეკითხვაზე, თუ რატომ შეჩერდა არჩევანი კვირიკაშვილზე, ვოლსკი პასუხობს:

“კარგი მონაცემები აქვს. ჩვენი პოლიტიკური ოჯახის წევრია, გუნდის წევრია, ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელობა ხელეწიფება და მნიშვნელოვანი თემები სწორედ აქაა კონცენტრირებული”.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან 23 დეკემბერს გადადგა. მან ეს თანამდებობა 2013 წლის ნოემბერში დაიკავა, როცა ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი