საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს

7 იანვარი, 2026 •
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია შობის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, 7 იანვარს მსოფლიოს მართლმადიდებელის ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. 

7 იანვარს შობის დღესასწაულის ის ეკლესიები აღნიშნავენ, რომლებიც “იულიუსის კალენდარს” იყენებენ, მათ შორის რუსეთი. მსოფლიოს სხვადასხვა  მართლმადიდებელი ეკლესია კი  “გრიგორიანულ კალენდარს” მისდევს და შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ.

წუხელ სამების საკათედრო ტაძარში შობის ღამეს საშობაო ლიტურგია გაიმართა. მას მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე არ ესწრებოდა, სავარაუდოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. შესაბამისად, მას საშობაო ეპისტოლე არ წაუკითხავს, თუმცა მისი სახელით გავრცელდა. 

სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია თანამოსაყდრე შიომ  შეასრულა. საშობაო ლოცვას  “ოცნების” მაღალჩინოსნებიც დაესწრნენ.

“დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებენ და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ. 

..სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ პატრიარქის 2026 წლის საშობაო ეპისტოლეში. 

შობის დღესასწაულს რუსთაველის გამზირზე შეხვდნენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ერთ წელზე მეტია იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის. რუსთაველის გამზირზე შეხვდა შობის დღესასწაულს სალომე ზურაბიშვილიც. 


დღეს ტრადიციული ალილო გამიმართება, რომლის გამოც გადაკეტილი იქნება თბილისის ქუჩების ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი