ახალი ამბები

შეწყალების კომისიაზე ზეწოლის საქმეზე გიორგი ბადაშვილი დაკითხეს

17 დეკემბერი, 2015 • 1250
შეწყალების კომისიაზე ზეწოლის საქმეზე გიორგი ბადაშვილი დაკითხეს

მთავარ პროკურატურაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გუშინ, 16 დეკემბერს შეწყალების კომისიაზე ზეწოლის საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი და ამჟამად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბადაშვილი დაკითხეს.

მთავარმა კრპოკურატურამ გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით დაიწყო მას შემდეგ, რაც შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა იმის შესახებ, რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული, ამაში კი დიდი თანხები ჰქონდათ აღებული. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საუბარი იყო კონკრეტული პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ წინასწარ აღებულ $200 000–ზე და მომავალში ასაღებ $1.5 მილიონზე.

ამ საქმეზე უკვე დაიკითხნენ თავდ ალეკო ელისაშვილი; შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე; პარლამენტის წევრები – ეკა ბესელია და მანანა კობახიძე; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი; ასევე მთავარი პროკურატურის მაღაჩინოსნები, მათ შორის, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი