ახალი ამბები

კვირიკაშვილი: რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა უკიდურესად არასახარბიელოა არა მხოლოდ საქართველოსთვის

15 დეკემბერი, 2015 • 1092
კვირიკაშვილი: რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა უკიდურესად არასახარბიელოა არა მხოლოდ საქართველოსთვის

ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა, რომ რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა დადებით კონტექსტში იქნეს წარმოჩენილი საქართველოსთვის, თავიდან უნდა ავიცილოთ.

„რუსეთ-თურქეთის დაძაბულობა უკიდურესად არასახარბიელოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკოსს და ასევე, მედიის წარმომადგენლებს, რომ თავიდან იქნას აცილებული ყველანაირი მცდელობა, რათა ამ დაძაბულობის შესაძლო შედეგი საქართველოსთვის რაიმე კუთხით დადებით კონტექსტში წარმოჩინდეს. უპირველეს ყოვლისა არ არსებობს არანაირი რეალური საფუძველი იმისათვის, რომ ამან რაიმე სარგებელი მოუტანოს საქართველოს, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი დაძაბულობის ზრდა რეგიონში საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას შეამცირებს და მეორე – ეს ალბათ ძალიან არაეთიკურია თურქეთის მიმართ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარება რამდენიმე კვირის წინ დაიძაბა, როცა თურქულმა მხარემ საზღვრის დარღვევის შემდეგ რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი