ახალი ამბები

რუსეთმა ეგეოსის ზღვაში თურქულ გემს ცეცხლი გაუხსნა

13 დეკემბერი, 2015 • 1316
რუსეთმა ეგეოსის ზღვაში თურქულ გემს ცეცხლი გაუხსნა

რუსეთის თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ მისმა საგუშაგო გემმა ეგეოსის ზღვაში თურქეთის თევმზჭერ გემს გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა, რათა მასთან შეჯახება თავიდან აერიდებინა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბერძნულ კუნძულ ლემნოსიდან 22 კილომეტრში, ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთის გემს თურქული გემი უახლოვდებოდა.

“თურქული გემი არ პასუხობდა ვიზუალურ სიგნალებს და რადიოკონტაქტზე არ გამოდიოდა. შესაბამისად, რუსული გემის ეკიპაჟმა სროლა განახორციელა მას შემდეგ, რაც თურქული გემი 600 მეტრში მოუახლოვდა, რის შემდეგაც მან კურსი შეცვალა”,- აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.

ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში თურქეთის საელჩოდან სამხედრო ატაშე დაიბარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი