ახალი ამბები

თბილისის მერის თქმით, ნახევარ მილიონამდე ხე უკვე დარგული აქვს

8 დეკემბერი, 2015 • 1127
თბილისის მერის თქმით, ნახევარ მილიონამდე ხე უკვე დარგული აქვს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რომელიც დღეს რედისონ ბლუ ივერიაში ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს აბარებს მედიასა და არასამთავრობო სექტორს, მის წინასაარჩევნო დაპირებაზეც ისაუბრა, რომელიც მილიონი ხის დარგვას უკავშირდება:

“გამწვანების თვალსაზრისით ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ და 1 მილიონი ხის პროგრამის ფარგლებში ახლა უკვე, დღეის მდგომარეობით, ჩვენ დაახლოებით 480 000 ხე გვაქვს დარგული. შესაბამისად, ასევე, პირველად ქალაქის ისტორიაში შევიმუშავეთ ქალაქის რეკრეაციული განვითარების და თბილისის, როგორც მწვანე ქალაქის კონცეფცია, გარემოსდაცვითი სტრატეგია. შესაბამისად, 2.5 მლნ კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიას დამატებით მივანიჭეთ რეკრეაციული ზონის სტატუსი, რათა შევინარჩუნით ეს ტერიტორიები და პირიქით, განვავითაროთ და გავამწვანოთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი