შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ ისინი ორ მოქალაქეს ცივი იარაღის მუქარით სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ.
დანაშაულში მონაწილე პირებმა ერთ-ერთ მოქალაქეს დამტკიცებული თანხა სრულად გამოატანინეს და ფული მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს“, – აცხადებს უწყება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
