ახალი ამბებირეკლამა

რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ სესხის აღებისას?

29 სექტემბერი, 2022 • 818
რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ სესხის აღებისას?

ონლაინ სესხის აღების დროს, აუცილებელია გარკვეული ფაქტორების გათვალისწინება, გთავაზობთ იმ ფაქტორების მცირე ჩამონათვალს, რომელზეც სასურველია ყურადღება გაამახვილოთ.

ონლაინ სესხის გადახდა ყოველგვარი გართულების გარეშე

გახსოვდეთ, ონლაინ სესხის აღების დროს, მნიშვნელოვანია, დარწმუნებული იყოთ თქვენს შესაძლებლობაში, უპრობლემოდ შეასრულებთ იმ ვალდებულებას, რომელსაც სესხის გამოტანისას თქვენს თავზე იღებთ. შესაბამისად, აუცილებელია, ობიექტურად შეაფასოთ თქვენი შემოსავალი და როგორც ასაღები, ასევე ყოველთვიურად შესატანი თანხის მოცულობა. მხოლოდ მას შემდეგ გადადგით ნაბიჯი, როცა დარწმუნებული იქნებით თქვენს შესაძლებლობაში, რომ სესხის გადახდა არ გაპრობლემდება.

ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, იპოვეთ თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები 

ონლაინ სესხებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, რადგან სესხის აღება მარტივი პროცედურით ხდება და ონალაინ იოლად არის ხელმისაწვდომი. 

თუმცა, ნუ იჩქარებთ კრედიტორის არჩევას და განაცხადის გაკეთებამდე გაეცანით ყველა შესაძლო ვარიანტს, შეთავაზებები შეადარეთ ერთმანეთს და მხოლოს ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. აირჩიეთ ის კონკრეტული, რომელიც თქვენთვის ყველაზე მისაღები და თქვენზე მორგებული იქნება.

არ დამალოთ ინფორმაცია

არის შემთხვევები, როცა მომხმარებელი მალავს ინფორმაციას, იმისათვის, რომ სესხის დამტკიცების ალბათობა გაიზარდოს. ეს არ არის სწორი მიდგომა. პირიქით, აუცილებლად იყავით გულწრფელი. ზუსტი იფორმაცია, პირდაპირ არის დაკავშირებული თქვენს გადახდის უნარიანობასთან. თქვენ მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაცია კი შეიძლება გახდეს არასწორად მორგებული პირობების მიზეზი, რაც მომავალში გაგირთულებთ ვალდებულების შესრულებას. ასე რომ, თუ იქნებით გულწრფელი და კრედიტორს მიაწვდით უტყუარ ინფორმაციას თქვენს შემოსავალზე, შესაბამისად მიიღებთ ზუსტად იმ პირობებს, რომელიც თქვენს შესაძლებლობებზე იქნება მორგებული, რაც ნამდვილად არის იმის გარანტია, რომ სესხის გადახდის დროს არ წააწყდებით დამატებით სირთულეებს.

გაეცანით სესხის დაფარვის გრაფიკს

აუცილებლად გაეცანით სესხის დაფარვის გრაფიკს. დარწმუნდით, რომ ის მორგებულია თქვენი შემოსავლის მიღების სქემაზე. სასურველია, თქვენი შემოსავლის მიღების თარიღი ემთხვეოდეს სესხის გადახდის თარიღს. ასე უფრო მოსახერხებელი და კომფორტული იქნება გადახდა, რაც თავიდან აგარიდებთ ზედმეტ გართულებებს.

დააზუსტეთ ყველა დეტალი

გამომდინარე იქედან, რომ ყველა კრედიტორს აქვს განსხვავებული პირობები, აუცილებლად უნდა მიიღოთ მხედველობაში ეს განსხვავებები. მაგალითად, თუ უკვე გაქვთ რაიმე სახის კომუნიკაციური გამოცდილება კრედიტორებთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა კრედიტორთანაც იგივე პირობები დაგხვდებათ. სწორედ ამიტომ, ხელახლა უნდა გაეცნოთ უკლებლივ ყველა პირობას, დააზუსტოთ ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება, ისარგებლებთ თუ არა ამ კონკრეტული მომსახურებით.

ხელშეკრულება

სესხს სანამ აიღებთ, დეტალურად გაეცანით ხელშეკრულებას. არ დატოვოთ ყურადღების გარეშე არც ერთი გაურკვეველი ან დასაზუსტებელი ინფორმაცია. დარწმუნდით, რომ ყველაფერი ნათელია თქვენთვის და კითხვები აღარ არსებობს. მხოლოდ მას შემდეგ მოაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, როცა  ყველა დეტალი დაზუსტებული და გააზრებული გექნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი