ხობში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო.

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბავშვის ცხედარი ნაპოვნია. მათივე განცხადებით, დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

ადგილობრივი მედია „ოდიშინიუსი“ წერს, რომ არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა.

მათივე ცნობით, ბავშვის გადასარჩენად წყალში დედაც შევიდა, თუმცა ძლიერი დინების გამო ისიც გაუჩინარდა.

მედია წერს, რომ ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა.

ფოტო: გიორგი ჩიქოვანი