ხობში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო.
როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბავშვის ცხედარი ნაპოვნია. მათივე განცხადებით, დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ადგილობრივი მედია „ოდიშინიუსი“ წერს, რომ მდინარეში ბანაობისას ბავშვი დინებამ გაიტაცა. დინებამ გაიტაცა დედაც, რომელიც შვილის დახმარებას ცდილობდა.
მედია წერს, რომ ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა.
ფოტო: გიორგი ჩიქოვანი
