დღეს, 5 აგვისტოს ღამით გიგა ავალიანის საქმის 2 ფიგურანტი გოგო დააკავეს – ნ.ი. და ა.ბ.
“ნეტგაზეთს” ინფორმაციას საქმის პროკურორი, ქეთევან სონიძე.
ნ.ი. საკუთარ სახლში დააკავეს. პროკურორის თქმით, ნ.ი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც პროკურორი ამბობს, ნ.ი. ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ და მძიმედ დაზიანების წაქეზების მუხლით დააკავეს.
ნ.ი გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და მთავარი მსჯავრდადებულის ა.გ.-ს შეყვარებულია. მის დაკავებას თვეებია ითხოვს გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, რომელიც ნ.ი.-ს მის შვილზე თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნევს, თუმცა გოგოს ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ნ.ი. ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.
რაც შეეხება ა.ბ.-ს პროკურორის განცადებით, ის სისხლის სამართლის 376-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაკავებული, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
ახალგაზრდა მასწავლებელს თბილისში 2025 წლის პირველ ოქტომბერს თავს არასრულწლოვანები დაესხნენ, რის შედეგადაც, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და მალევე, 24 ოქტომბერს, გარდაიცვალა. ამ დროისთვის მისი საქმის ფიგურანტი არაერთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
