ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია უკვე სამჯერ გაითიშა.
ამ დროისთვის შეჩერებულია მეტროსა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, უცნობია ავარიული გათიშვის მიზეზი.
ინფორმაციის დასაზუსტებლად “ნეტგაზეთი” საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სამსახურთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა, უშედეგოდ.
შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეწყდა. ელექტროენერგიის გარდა მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა წყალიც. ენერგოკოლაფსი განმეორდა 25 ივლისსაც.
