მოსკოვის ცენტრში, კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე რესტონრან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა.
რესტორანი კერძო წვეულების ჩასატარებლად იყო დახურული. ტელეგრამარხებში გავრცელებული ცნობებით, რესტორანში დაბადების დღეს რუსეთის კოსმოსურ-საჰაერო ძალების მთავარსარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა.
„Astra-ს“ ცნობით, მათ თვითმხილველმა განუცხადა, რომ რესტორანში გენერლის დაბადების დღე აღინიშნებოდა. მათივე ცნობით, რესტორნის მახლობლად გაჩერებული იყო უამრავი ავტომობილი შავი სანომრე ნიშნებით. შავი ნომრები, როგორც წესი, შეიარაღებული ძალებისა და ზოგიერთი სხვა ძალოვანი უწყების ტრანსპორტზე გამოიყენება. გარდა ამისა, იქვე იმყოფებოდა „როსგვარდიის“ ავტობუსიც. ტელეგრამ-არხი აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია და დამატებით შემოწმებას საჭიროებს.
