News.am -ის ცნობით, ბლოგერი არტაკ ავეტისიანი, რომელმაც ქვეყნის პრემიერ მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ერევნის ერთ-ერთ რაიონში წინასაარჩევნო კამპანიის დროს “მოღალატე” უწოდა, წინასწარი გამოძიების ფარგლებში ერთი თვით დააპატიმრეს. ამის შესახებ ადვოკატმა რუბენ მელიქიანმა განაცხადა.
საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, რომელსაც გამოცემა ავრცელებს, „სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის ერევნის საქალაქო საგამოძიებო სამმართველოს მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების ფარგლებში მიღებულ იქნა ფაქტობრივი მონაცემები იმის შესახებ, რომ 2026 წლის 12 მაისს ა.ა.-მ, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, საკუთარ Facebook-გვერდზე განთავსებულ ვიდეოში გააკეთა განცხადებები, რომლებიც მიმართული იყო სიძულვილის, დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობისა და მტრობის გაღვივებისა და გავრცელებისკენ.
ოფიციალური ცნობითვე, ბლოგერის მიმართ დაწყებულია საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 პუნქტით (საჯარო გამოსვლები, რომლებიც მიზნად ისახავს სიძულვილის, დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობის ან მტრობის გაღვივებას ან გავრცელებას, ასევე ამ მიზნით მასალების ან საგნების გავრცელება საჯაროდ ნაჩვენები ნაწარმოებების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ან საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით).
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
