განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მას 15 წლმადე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 30 აპრილს, აბაშის მუნიხიპალიტეტში, სოფელ მარანჭალაში მოხდა.
“ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით დაზარალებულს სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა”, – წერია უწყების განცხადებაში.
დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა).
