აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხება არ აწუხებს.

დონალდ ტრამპმა სამშაბათს ABC News-ის რეპორტიორ ჯონათან კარლს განუცხადა, რომ სიმპათიითაა განწყობილი უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მიმართ.

„ვფიქრობ, ახალი კაცი [პეტერ მადიარი] კარგად იმუშავებს — ის კარგი ადამიანია“, — განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის თქმით, არ იცის, შეიცვლებოდა თუ არა რამე, ჯეი დი ვენსის ნაცვლად თავად რომ ჩასულიყო უნგრეთში ორბანის მხარდასაჭერად.

„ის მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა [პეტერ მადიარს]. ამაში დიდად არ ვყოფილვარ ჩართული. თუმცა ვიქტორი კარგი კაცია“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, პეტერ მადიარი წარსულში ორბანის პარტიის წევრი იყო და იმიგრაციასთან დაკავშირებით მსგავსი შეხედულებები აქვს:

„ვფიქრობ, ის[პეტერ მადიარი] კარგი იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი მხარს უჭერდა ვიქტორ ორბანს და არჩევნების წინ უნგრეთში ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი გააგზავნა. როდესაც ჯეი დი ვენსი უნგრეთში წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოდიოდა, მან აშშ-ის პრეზიდენტს დაურეკა და სატელეფონო ზარის მეშვეობით ტრამპი აქციაზე მოკლე სიტყვითაც კი გამოვიდა.

თუმცა 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ვიქტორ ორბანმა ძალაუფლება დაკარგა, რადგან უნგრელებმა რეკორდული აქტივობით ხმა მისცეს პეტერ მადიარს, ვიქტორ ორბანის მთავარ მეტოქეს, რომელსაც პროევროპული კურსი აქვს.