ახალი ამბები

შაშკინი: ,,მე ვიღებ ანგარიშს ყოველ საღამოს, რა ხდებოდა სკოლებში…’’

24 ნოემბერი, 2010 • • 1096
შაშკინი: ,,მე ვიღებ ანგარიშს ყოველ საღამოს, რა ხდებოდა სკოლებში…’’

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა დღეს დირექტორებს განუმარტა, რომ სასწავლო პროცესზე სკოლაში პასუხისმგებელი დირექტორია. მანდატური კი  დირექტორების იარაღია იმისათვის, რომ  სკოლაში დისციპლინა დაამყარონ. შაშკინი განმარტავს, რომ დისციპლინაზე პასუხს არა მანდატურისგან, არამედ დირექტორისგან მოითხოვს.

,,დირექტორმა უნდა უზრუნველყოს სასწავლო და აკადემიური პროცესი. ის ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს იმ დარღვევებზე, რომლებსაც ყოველ საღამოს მე ვიღებ ანგარიშის სახით, თუ რა ხდებოდა იმ სკოლებში, სადაც არიან მანდატურები’’, – ამბობს განათლების მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი