სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სამძიმარს გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

სამძიმრის წერილში ისინი ხაზს უსვამენ ილია მეორის როლს რელიგიათაშორისი პატივისცემის განმტკიცებაში.

“გამოვთქვამთ მწუხარებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი მრავალწლიანი მსახურება — რელიგიათშორისი პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში — განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს ამ მძიმე დანაკლისს”, – წერია მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს, საღამოს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ის გვიან ღამით, ჯერ ჩაფიძის გულის ცენტში, შემდეგ კი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების თქმით, მას კუჭიდან სისხლდენა აღენიშნებოდა. მთელი დღის განმავლობაში მედიკოსები ამბობდნენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე. მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა არ განიხილებოდა, თუმცა დადასტურდა ინფორმაცია თურქეთიდან ექიმის ჩამოყვანის შესახებ. საღამოს საათებში გავრცელდა ინფორმაცია მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების შესახებ, დაახლოებით 23:00 საათისთვის კი მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საზოგადოებას პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ამცნო.

ამავე თემაზე: