მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. ის რეანიმაციული განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმის თქმით, ის კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს და უკვე ჩაუტარდა სამედიცინო მანიპულაციები:
“მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა არასტაბილური გვაქვს”, – აცხადებენ კლინიკაში.
კლინიკაში იმყოფებოდნენ მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე – ამის ამსახველი ვიდეო “იმედმა” გაავრცელა.
სარჯველაძის თქმით, “ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ვითარება მარტივი არ არის”.
კლინიკაში იკრიბებიან სასულიერო პირებიც.
