საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს, როგორც არასდროს, ოპოზიციური ძალების ერთიანობა საჭიროა.
ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების მიერ ერთობის შესახებ დაანონსებულ განცხადებას.
„დღეს, როგორც არასოდროს, გვჭირდება ამ ტიპის ერთობა. ყველა ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის ერთიანობა. ცხადია, არავინ არ გადაიქცევა ახლა ერთ პარტიად და არავის არ სჭირდება ერთპარტიული ფორმის ერთიანობა და გაერთიანება. მაგრამ ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება, რომ მთლიანად საზოგადოება შეიკრას. დღეს უკვე ერთ მხარეს არის საზოგადოება, მეორე მხარეს არის ის ძალაუფლება, რომელიც დღეს უფრო და უფრო ვიწროვდება. ამ საზოგადოების ერთობას სჭირდება პარტიების ერთობა, სჭირდება ასევე იმ აქტივისტების, იმ პროტესტის ხალხის [ერთობა]. ეს 11 რაინდი [სინდისის პატიმრები] არიან, პირველ რიგში, სწორედ სათავეში ამ მოძრაობის და ყველა, ვინც არის ჩართული ამ მოძრაობაში. ეს უნდა იყოს ძალიან დიდი ერთობა, რომელიც დაისახავს მიზნად ცვლილებას და, როგორც ჩვენ ვხედავთ, ჩვენ ირგვლივ და მთელ მსოფლიოში ცვლილებების დრო მოდის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 2 მარტს, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები ერთობის შესახებ განცხადების გააკეთებენ. როგორც ცნობილია, ოპოზიციურ ერთობას არ შეუერთდებიან პარტიები „ლელო“ და „გახარია საქართველოსთვის“.








