ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, გიდეონ საარი აცხადებს ირანზე თავდასხმა, რისკების მიუხედავად, სწორი გადაწყვეტილება იყო. მისი შეფასებით, უმოქმედობა გაცილებით საშიში იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს, 28 თებერვლის დილით ირანზე სამხედრო იერიშის მიტანა შეაფასა როგორც “პრევენციული თავდასხმა”.

გარდა ამისა, საარი ხაზს უსვამს, რომ ისრაელის მეტი არის ირანის რეჟიმი და არა ირანელი ხალხი.

“ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა, პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება დღეს დილით, ისრაელისა და ჩვენი ხალხის მომავლისთვის.

უმოქმედობა გაცილებით საშიში იქნებოდა, ვიდრე მოქმედების გადაწყვეტილება, მიუხედავად მნიშვნელოვანი რისკებისა.

ახლა მოქმედების დროა. დაყოვნება ირანის რეჟიმს შესაძლებლობას მისცემდა განევითარებინა საკუთარი ბირთვული პროგრამა, ისევე როგორც შორ დისტანციაზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების წარმოება.

ირანელი ხალხი ჩვენი მტერი არ არის. აღმაფრთოვანებელია მათი მისწრაფება და გმირული ბრძოლა თავისუფლებისთვის დაუნდობელი ჩაგვრის პირისპირ. მტერი არის ფანატიკური, მკვლელი ირანის რეჟიმი, რომელმაც ისრაელის განადგურება დროშაზე მონიშნა და ამ მიზნის მისაღწევად განუწყვეტლივ მუშაობდა.

ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა აშშ-სთან ერთად, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ლიდერობით, უპრეცედენტო ნიშნულზეა თავისი სიღრმითა და მნიშვნელობით.

ჩვენ კვლავ ერთად ვდგავართ ამ დღეებში, რაც ჩვენი ეროვნული სიმტკიცის გამოცდაა. ღვთის წყალობით, წარმატებასაც მივაღწევთ, რადგან “ისრაელის უკვდავება ტყუილი არაა.

წარმატებას ვუსურვებ ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს”, – წერს ისრაელის მინისტრი სოციალურ ქსელში.

დღეს, 28 თებერვლის დილით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიწყო “პრევენციული თავდასხმა” ირანზე. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში “მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია” დაიწყო.

თავდასხმის საპასუხოდ ირანმა იერიში მიიტანა რამდენიმე აშშ0ის სამხედრო ბაზებზე სპარსეთის ყურის ქვეყნებში. აფეთქებების ხმა ისმის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ქუვეითსა და ბაჰრეინში.

ვრცელდება დაუდასტურებელი ცობები ირანის სამხედრო, პოლიტიკური და სასულიერო ლიდერების მკვლელობის შესახებ. თუმცა, ოფიციალური ინფორმაცია, ამ დროისთვის არ არსებობს.

ამავე თემაზე: