ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სწავლების დარგში გიორგი გვილია აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული რეფორმით, ილიას უნივერსიტეტი პროგრამების და სტუდენტების 90%-ს დაკარგავს.
„ილიას უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს ამ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის პრაქტიკულად გაუქმებას. წარმოიდგინეთ, იმ პირობებში, როდესაც უნივერსიტეტი დღეს ახორციელებს დაახლოებით ასამდე პროგრამას ბევრი მიმართულებით და აქედან რჩება მხოლოდ პედაგოგიური და ეს ე.წ. ABET-ის აკრედიტაციის მქონე პროგრამები, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი კარგავს პროგრამების 90%-ს, შესაბამისად — სტუდენტების 90%-ს“, — განაცხადა გვილიამ.
მან ჩამოთვალა, რამდენ პროგრამაზე აღარ მოხდება სტუდენტების მიღება, თუკი ეს გადაწყვეტილება განხორციელდა:
- ფსიქოლოგია
- სოციოლოგია
- საერთაშორისო ურთიერთობები
- პოლიტიკის მეცნიერება
- ევროპისმცოდნეობა
- კავკასიის კვლევები
- თავისუფალი მეცნიერებები
- ისტორია
- ანგლისტიკა
- საფრანგეთისმცოდნეობა
- არქეოლოგია
- კინომცოდნეობა
- სახვითი ხელოვნება
- მუსიკა
- სამართალი
- ბიზნესის ადმინისტრირება
- საჯარო პოლიტიკა
- ჯანდაცვის მენეჯმენტი
- ფინანსები
- ტურიზმი
- კულტურის კვლევები
- ესპანისტიკა
- გერმანისტიკა
- ბიოლოგია
- ფიზიკა
- ეკოლოგია
- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები
- ტყის მეცნიერებები
- მედიცინა
- არქიტექტურა
- რელიგიის კვლევები
- შუა საუკუნეების კვლევები
- ქართული ფილოლოგია
- ლინგვისტიკა
- ციფრული ჰუმანიტარია
- ადიქციის კვლევები
- ფსიქიკური ჯანმრთელობა
- საჯარო პოლიტიკა და სამართალი
- ლიტერატურათმცოდნეობა
- ფილოსოფია
- კომუნიკაციის, ენის და მეტყველების თერაპია
- გამოყენებითი გენეტიკა
- ბიომეცნიერებები
- გამოყენებითი ბიოტექნოლოგიები
- სურსათის მეცნიერება
- ასტრონომია
- ატმოსფეროს და ახლო კოსმოსის მეცნიერებები
- მენეჯმენტი
- მათემატიკა
- საზოგადოებასთან ურთიერთობები
- სოციალური მუშაობა
- სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია
- რომანული ფილოლოგია
- ლექსიკოგრაფია
- ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის და ევრაზიის კვლევები
„სია არასრულია და ალბათ, რამდენიმე პროგრამა გამომრჩა კიდეც. რა ჰქვია ამას, თუ არა უნივერსიტეტის დანგრევა!“, — წერს გვილია.
„ქართულმა ოცნებამ” დღეს, 12 თებერვალს, გამოაქვეყნა მონაცემები იმის შესახებ, რომელ სახელმწიფო უნივერსიტეტს რომელ მიმართულებებზე ექნება სტუდენტების მიღების შესაძლებლობა.
„ოცნების” გადაწყვეტილებით:
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები;
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება საინჟინრო-ტექნიკურ დისციპლინებზე;
- სამედიცინო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადება მედიცინის სპეციალობებზე;
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში – პედაგოგიკის პროგრამებსა და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობებზე;
- სოხუმის უნივერსიტეტში – აგრარულ სპეციალობებზე, ქართულ-აფხაზურ ენასა და ლიტერატურაზე, პედაგოგიკის სპეციალობებზე;
- სახელოვნებო უნივერსიტეტები სტუდენტებს მიიღებენ შესაბამის სპეციალობებზე;
ბათუმისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტები შეინარჩუნებენ მრავალფუნქციურ დატვირთვას; - ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტებში აქცენტი გაკეთდება აგრარულ სპეციალობებზე, ტურიზმის მიმართულებასა და პედაგოგიკაზე.
ამ თემაზე:








