რადიო თავისუფლება მიხეილ სააკაშილისა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრაზე დღეს მასალას აქვეყნებს.
სტატიაში, რომელშიც პრეზიდენტების შეხვედრაზეა საუბარი, ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგი არ არის.
რადიო თავისუფლება საინფორმაციო სააგენტო ფრანცპრესს ეყრდნობა, რომელსაც კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა მისცა.
,,იმედი მაქვს, ნატო ერთ დღეს გავლენას იქონიებს რუსეთზე და გახდის მას უფრო ცივილურს’’, – ამბობს სააკაშვილი
საქართველოსა და აშშ-ს პრეზიდენტები ერთმანეთს ნატოს სამიტის ფარგლებში ლისაბონში შეხვდნენ. შეგვედრა გუშინ, გვიან ღამით, 23.30 საათზე, დაიწყო და ნახევარ საათს გაგრძელდა.