ახალი ამბები

რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბა, გაითიშა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიც

6 დეკემბერი, 2025 •
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბა, გაითიშა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიც

გასული ღამეს, რუსეთმა დროებისა და რაკეტების მეშვეობით დაბომბა უკრაინის ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული ობიექტები.

უკრაინული გამოცემის, “kyiv independent”-ის [დამოუკიდებელი კიევი] ცნობით, დაზიანებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას შორისაა ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც უკავშირდება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. შედეგად, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ელექტროსადგური გათიშული იყო.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში ეს ელექტროსადგურის გათიშვის მე-11 შემთხვევა იყო.

უკრაინის სახელმწიფო ელექტროსისტემის ოპერატორის, “უკრენერგოს” ხელმძღვანელის, ვიტალი ზაიჩენკოს ინფორმაციით, ამჟამად ზაპოროჟიეს ელექტროსადგური სრული დატვირთვის მუშაობს.

Reuters-ის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსულმა დაბომბა სარკინიგზო მონაკვეთი კიევთან ახლოს. შედეგად დაზიანდა რკინიგზის ვაგონები და დეპო. დროებით შეჩერდა სარკინიგზო კავშირი კიევსა და ჩერნიგოვის ოლქის რამდენიმე ქალაქს შორის.

kyiv independent სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ 6 დეკემბრის ღამეს რუსეთმა სულ 60 დარტყმა განხორციელდა 29 სხვადასხვა ობიექტზე. თავდასხმებმა დააზიანა კიევის, ჩერნიგოვის, ლვოვის, ოდესის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაევის და ხარკოვის ოლქებში ელექტროენერგიის გამომუშავება, გადამცემი ხაზები და ა.შ.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი