ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი ОДКБ-ს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს – კრემლი

25 ნოემბერი, 2025 •
სომხეთი ОДКБ-ს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს – კრემლი

სომხეთის წარმომადგენლები 27 ნოემბერს ბიშკეკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტში მონაწილეობას არ მიიღებენ, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის დამხმარემ, იური უშაკოვმა.

„რაც შეეხება სომხეთს, ეს ქვეყანა მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა მათმა წარმომადგენლებმა ორგანიზატორებს აცნობეს, რომ წინააღმდეგი არ არიან შეხვედრაზე შეთანხმებული დოკუმენტების მიღების“, – თქვა უშაკოვმა ჟურნალისტებთან.

ОДКБ-ის შემდეგი სამიტი 2026 წლის 11 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება.

ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში  (ОДКБ) მონაწილეობის გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. მისი მთავარი არგუმენტია ის, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ომის დროს სათანადოდ არ დაეხმარნენ. ამავე დროს, სომხეთის მხრიდან ეს ნაბიჯი უკავშირდება იმ შეცვლილ გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების გარემოს, რაც წარმოიშვა რეგიონში.

მასალების გადაბეჭდვის წესი