ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ლატვიაში ჩასვლა საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს აეკრძალება.
„მე მივიღე გადაწყვეტილება, კიდევ 55 საქართველოს მოქალაქე შევიყვანო ლატვიის რესპუბლიკისათვის არასასურველ პირთა სიაში, იმიგრაციის შესახებ კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
ამ პირებისთვის ლატვიაში შესვლა აიკრძალა განუსაზღვრელი ვადით”, – წერს ის.
მანამდე, გასული წლის 20 დეკემბერს, ლატვიამ სავიზო შეზღუდვა „ოცნების“ 13 წარმომადგენელს დაუწესა. კიდევ უფრო ადრე კი ბალტიის ქვეყნებმა „ოცნების“ წარმომადგენლებს ერთობლივად დაუწესეს სანქციები.
ლატვიაში შესვლა „ოცნების“ კიდევ 13 წარმომადგენელს აეკრძალება
ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა სანქციებს აწესებენ “ოცნების” ჩინოვნიკების წინააღმდეგ
