ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირეს. მათ შორის არიან მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციის მაღალჩინოსნები, დეპუტატები და ა.შ.
ყველაზე მეტი – 74 საქართველოს მოქალაქე ლიეტუვამ დაასანქცირა, შემდეგ მოდის ესტონეთი – 55 დასანქცირებულით, ბოლოს ლატვია – 16 დასანქცირებული.
ლიეტუვისა და ლატვიის მიერ დასანქცირებულთა სია ჯერ ცნობილი არ არის.
რაც შეეხება ესტონეთს, მის მიერ დასანქიცრებულთა შორის არიან ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი, დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროის ირაკლი დგებუაძე და მოწმე პლიციელები. ასევე, პროევროპული აქციების განმავლობაში დაკავებული მოქალაქეების პროკურორები და მოსამართლეები. ესტონეთის მიერ სანქცირებულთა შორის არიან “ქართული ოცნებისა” და პრორუსული ძალადობირივ ჯგუფის, ალტ-ინფოს წევრებიც.
მოსამართლეები: ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვლი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კაჟაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, ნინო თარაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ეკა ბარბაქაძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირაშვილი, ვერა დოლიძე.
პროკურორები: ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჭიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე.
პოლიციელები: გიორგი ჩარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველიანი, ზურაბ ღარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარ ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე.
აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები: გრიგოლ ბესელია, დავით ათაბეგაშვილი.
ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნები: ირაკლი დგებუაძე, გოჩა ვანაძე.
პარლამენტის წევრები: ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია (ყოფილი).
ალტ-ინფოსთან დაკავშირებული პირები: კონსტნტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე.
ესტონეთის მიერ სანქცირებულ პირებზე აკრძალვებს ხელი უკვე მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანგუს ცაჰკნამ.
“ჩვენ დავამატეთ 55 საქართველოს მოქალაქე იმ მოქალაქეთა სიას, ვისაც ქვეყანაში შემოსვლა ეკრძალებათ. სია მოიცავს მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციის მაღალჩინოსნებსა და რიგით პოლიციელებს, სოციალური პლატფორმების შემქმნელებსა და პარლამენტის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეების დევნაზე. სიაში მყოფი პირები მონაწილეობდნენ ძალადობაში, ან ემუქრებოდნენ ამით.
საქართველოში პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ ძალადობა არის მიუღებელი, კრიმინალი და ადამიანის უფლებების დარღვევა”, – განაცხადა მაგნუს ცაჰკნამ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბალტიის ქვეყნებმა დაასანქცირეს საქართველოს მოქალაქეები – “ქართული ოცნების” წევრები, მოსამართლეეი და სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლები.
ამავე თემაზე: