ლატვიის პრემიერ-მინისტრი, ევიკა სილინა დადებითად აფასებს აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას. ის აცხადებს, რომ ირანს არასდროს უნდა მიეცეს ბირთვული იარაღის ქონის შესაძლებლობა.
“ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობა. აშშ-ს ქმედება იყო პასუხი საერთაშორისო უსაფრთხოების ამ სერიოზული რისკზე. ახლა მნიშვნელოვანია, დეესკალაცია და მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, რათა რეგიონში მშვიდობა იყო უზრუნველყოფილი”, – წერს ლატვიის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
Iran must never obtain a nuclear weapon. The US addressed this serious threat to international security. It is important now to de-escalate and return to talks to ensure peace in this region.
— Evika Siliņa 🇱🇻🇺🇦 (@EvikaSilina) June 22, 2025
21 ივნისის ღამეს, აშშ-მ ირანის ბირთვული პროგრამის სამივე ობიექტი (ნატანზი, ფორდო, ისპაჰანი) დაბომბა. დონალდ ტრამპმა FOX News-ს უთხრა, რომ ამერიკის ავიაციამ ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტებზე ჯამში ექვსი ცალი 14-ტონიანი, ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბი ჩამოაგდო. ამის პარალელურად, ნატანზის და ისპაჰანის ბირთვულ ობიექტებს 30 ცალი “ტომაჰავკის” ტიპის საკრუიზო რაკეტა ესროლეს.
ირანის ეს ბირთვული ობიექტი ღრმა მიწისქვეშა ბუნკერში მდებარეობს, შესაბამისად სამხედრო ანალიტიკოსების განცხადებით ისრაელს არ ჰქონდა დისტანციურად მისი განადგურების საშუალება. მსგავსი ტიპის და სიმძლავრის ბომბები მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ს აქვს.
თავის მიმართვაში პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები ამჟამად სრულად განადგურებულია და ყველა ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ირანის საჰაერო სივრცე დატოვა.