ლატვიაში შესვლა „ოცნების“ კიდევ 13 წარმომადგენელს აეკრძალება
ლატვია სავიზო შეზღუდვებს უწესებს „ოცნების“ კიდევ 13 წარმომადგენელს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე წერს. „მე შევიყვანე საქართველოს 13 მოქალაქე ლატვიის პერსონა ნონ გრატა სიაში, რითაც მათ ლატვიაში შესვლა აეკრძალება“, — ნათქვამია მის განცხადებაში. მანამდე ბალტიის ქვეყნებმა უკვე დაუწესეს სანქციები „ოცნების“ წარმომადგენლებს, აშშ-მა კი ფინანსური სანქციებიც დაუწესა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed