უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება “ბალტიის გზის” 36 წლისთავს. ის წერს, რომ უკრაინა პატივს სცემს ლიტველი, ლატვიელი და ესტონელი ხალხის მისწრაფებას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

გარდა ამისა, ზელენსკი მადლობას უხდის ბალტიის ქვეყნებს გულწრფელი სოლიდარობისთვის უკრაინის მიმართ.

“ჩვენ გვახსოვს, როგორ გამოავლინეს თავისუფლებისადმი ლტოლვა ლიტველმა, ლატვიელმა და ესტონელმა ხალხმა “ბალტიის გზის” მეშვეობით. ჩვენ პატივს ვცემთ ერთობას, რომელიც აჩვენეს ამ ერებმა საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

და დღეს, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბალტიის ქვეყნების გულწრფელ სოლიდარობას უგუნური რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. ზუსტად ისე, როგორც თქვენ, ჩვენც ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის დამოუკიდებლად ცხოვრების უფლებას და ვიბრძვით რუსეთის წინააღმდეგ, რომელსაც სურს ჩვენი დამორჩილება.

ერთად, ჩვენ დავიბრუნებთ გრძელვადიან მშვიდობას და დავიცავთ ადამიანების ღირსებას ევროპის კონტინენტზე”, აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

“ბალტიის გზად” არის ცნობილი ისტოროული ცოცხალი ჯაჭვი, რომელმაც ერთმანეთს დააკავშირა ბალტიის ქვეყნების დედაქალაქები – რიგა, ვილნიუსი და ტალინი. ცოცხალი ჯაჭვი 1989 წელს, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის 50 წლისთავზე შედგა.