“ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ლიდერების დაკავება და გასამართლება, სამოქალაქო საზოგადოების დევნა ქვეყნის დემოკრატიას უდიდეს დარტყმას აყენებს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შეასრულოს დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის მიმართ ქვეყნის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები”, – წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი პლატფორმა X-ზე.
“ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საფუძლით 8 ოპოზიციონერი ლიდერია დაკავებული. პროკურატურა მათ ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევას, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. ოპოზიცინერი ლიდერები აცხადებენ, რომ არ ცნობენ პარლამენტის ლეგიტიმურობას. შესაბამისად, არ მივიდნენ იქ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე.
ამ დროისთვის დაკავებულია:
- “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე – მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 23 ივნისს მიუსაჯა 7-თვიანი პატიმრობა;
- “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე – მოსამართლე ზვიად შარაძემ 23 ივნისს მიუსაჯა 8-თვიანი პატიმრობა;
- “ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე – მოსამართლე ზვიად შარაძემ 23 ივნისს მიუსაჯა 8-თვიანი პატიმრობა;
- “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე – მოსამართლე ნინო გალუსტაშილმა 24 ივნისს მიუსაჯა 7-თვიანი პატიმრობა;
- “კოლაიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა მელია – მოსამართლე ნინო გალუსტაშილმა 27 ივნისს მიუსაჯა 8-თვიანი პატიმრობა;
- “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ლიდერი, გივი თარგამაძე – მოსამართლე ნინო გალუსტაშილმა 27 ივნისს მიუსაჯა 7-თვიანი პატიმრობა;
ამავე მუხლით დაკავებულია კიდევ ორი ოპოზიცინერი პოლიტიკოსი – “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია და ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. მათ საქმეზე განაჩენი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.