საზოგადოება

ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

23 ივნისი, 2025 •
ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პოლიტიკოს ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისი გადაწყვეტილება ნაჭყებიამ დღეს, 23 ივნისს გამოაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესს არც ჯაფარიძე დასწრებია და არც მისი ახლობლები.

ჯაფარიძეს 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებაც აეკრძალა.

ზურაბ ჯაფარიძე, ისევე როგორც სხვა არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დააკავეს “ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაში არმონაწილეობის გამო. პოლიტიკოსები ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და სხდომაზე არ მივიდნენ. კომისია ენმ-ის ხელისუფლების დროს მომხდარი ფაქტების გამოსაძიებლად შეიქმნა, ზურაბ ჯაფარიძეს კი წინა მთავრობის დროს არავითარი პოსტი არ ეკავა. მას არც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო არ გადაუხდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი