რესპუბლიკელი კონგრესმენი, “მეგობარი აქტის” ერთ-ერთი ინიციატორი, ჯო უილსონი წერს, რომ სირიის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰასან ალ შიბანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება სთხოვა. უილსონის ინფორმაციით, ისინი ერთმანეთს 2025 წლის თებერვალში შეხვდნენ.
“მადლიერი ვარ, რომ თებერვალში მქონდა შესაძლებლობა, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, შიბანისთვის მეთხოვა, შეცვალონ ასადის რეჟიმის არასწორი გადაწყვეტილება და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთი საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებად აღიარონ. ამ მარტივი ნაბიჯს შეუძლია გამოხატოს სირიის ახალი გზის სიძლიერე და მტკიცე ერთგულება”, – წერს უილსონი.
I was grateful to ask FM Shibani in February to reverse the Assad regime’s wrongful decision and have Syria recognize South Ossetia and Abkhazia as the sovereign territory of the country of Georgia. This simple step would show deep strength and commitment to Syria’s new path.
— Joe Wilson (@RepJoeWilson) May 16, 2025
სირიის ახალ მთავრობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღაირების გაუქმება სთხოვეს ოპოზიციურმა პარტიებმაც.
„ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვულოცავთ სირიის ხალხს ბაშარ ალ-ასადის სასტიკი დიქტატურის თქვენი ხელმძღვანელობით დამხობას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის”, – ასე იწყება წერილი, რომელსაც ოთხი ოპოზიციური პარტია – „კოალიცია ცვლილებისთვის“, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია – საქართველოსათვის“ აწერს ხელს.
სირიის დიქტატორმა, ბაშარ ალ-ასადმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2018 წელს აღიარა.
2025 წლის იანვარში, ასადის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ დროებით პრეზიდენტად არჩეულმა ალ-შარაამ პირობა დადო, რომ გარდამავალი მთავრობა იქნება ინკლუზიური და გამოხატავს ქვეყნის რელიგიურ და ეთნიკურ მრავალფეროვნებას. ალ-შარაას გარდამავალი მთავრობა იმუშავებს იქამდე, სანამ სირიელები ახალ მთავრობას არ აირჩევენ. ალ-შარაას განცხადებით, ეს არჩევნები დაახლოებით 5 წლის შემდეგ დაინიშნება, იქამდე კი ის მის ახალ გუნდთან ერთად იმუშავებს სახელმწიფო ინსტიტუტების აღსადგენად და დასავლეთთან კავშირების გასაუმჯობესებლად.
ამავე თემაზე: