ახალი ამბები

კიევში ჩასულმა ევროპელმა ლიდერებმა და ზელენსკიმ ტრამპთან ტელეფონით ისაუბრეს

10 მაისი, 2025 •
კიევში ჩასულმა ევროპელმა ლიდერებმა და ზელენსკიმ ტრამპთან ტელეფონით ისაუბრეს

კიევში ჩასულმა საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერებმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ტელეფონით ისაუბრეს.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ X-ზე გაავრცელა.

როგორც მან აღნიშნა, ლიდერებმა რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე იმსჯელეს.

“კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ, ხუთივე ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ემანუელ მაკრონმა, კირ სტრამერმა, დონალდ ტუსკმა და ფრიდრიხ მერცმა, ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან. საუბარი სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხებოდა.

უკრაინა და ყველა მოკავშირე მზად არიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის – ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში, სულ მცირე 30 დღით, ორშაბათი დღიდან.

თუ რუსეთი მოლაპარაკებას დათანხმდება და ეფექტური მონიტორინგი იარსებებს, ცეცხლის შეწყვეტის ეს ხანგრძლივი შეთანხმება სამშვიდობო მოლაპარაკებებს გზას გაუხსნის”, – წერს ანდრიი სიბიჰა.

ამ თემაზე:

კიევში მაკრონი, ტუსკი, მერცი და სტარმერი ჩავიდნენ

მაკრონი: თუ მოსკოვი კვლავ გააგრძელებს დაბრკოლებების შექმნას, ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას

მასალების გადაბეჭდვის წესი