საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, 10 მაისს, კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე ჩავიდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას Ukrainskaya Pravda ავრცელებს.
ევროპელ ლიდერებს კიევში შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი.
პარასკევს, 9 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მსურველტა კოალიციის“ წევრების შეხვედრა დააანონსა, თუმცა მისი განცხადებიდან არ ჩანდა, თუ ზუსტად რა ფორმატზე საუბრობდა.
მოგვიანებით მაკრონმა შეხვედრაში მონაწილეობა დაადასტურა.
„მსურველთა კოალიცია“ არის უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების არაფორმალური გაერთიანება, რომელიც შედგება იმ სახელმწიფოებისგან, რომლებიც მზად არიან გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, განსაკუთრებით სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიმართულებით.