ახალი ამბები

ლონდონში უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების დონემ დაიწია

23 აპრილი, 2025 •
ლონდონში უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების დონემ დაიწია

ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაგეგმილი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები გადაიდო.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა დღეს გადაიდო. ოფიციალური დონის მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ დახურულია მედიისთვის“.

მოლაპარაკებების დონემ მას შემდეგ დაიწია, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ლონდონში არ ჩავლენ და აშშ-ს მხოლოდ  წარმოადგენს უკრაინა-რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სტივ კელოგი.

დიდი ბრიტანეთში ჩავიდნენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი იერმაკი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა.

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვიმუშავებთ მშვიდობისთვის”, — განაცხადა ერმაკმა.

მანამდე ამერიკულ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ ტრამპის სამშვიდობო გეგმის შესახებ, რომლის თანახმადაც აშშ  ღიარებს ყირიმზე რუსეთის კონტროლს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ არ აპირებს უკრაინის ტერიტორიები აღიაროს რუსეთად და ეს ეწინააღმდეგა უკრაინის კონსტიტუციასაც.

ამერიკული მედია წერს, რას მიიღებს რუსეთი ტრამპის გეგმით უკრაინაში

მასალების გადაბეჭდვის წესი